მთავარი ციტატა

“ნიჭიერი კაცი ხარ, ბიძინა ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულმოქმედი” – ზურაბ გურული

“ნიჭიერი კაცი ხარ, ბიძინა ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულმოქმედი. ინტელექტითა და კლასით მოყელყელავე თბილისურ ელიტას ლაგამი ამოსდე; ქალამანებისა თუ ფოსტალების ინტელექტის მქონე არარაობები მთავრობად დაუსვი; თავმომწონე პროფესიონალებს საკუთარი თავმოყვარეობა უმარილოდ შეაჭამე; სოლოლაკში ზვიგენი გაჩითე და გლდანში ბიტკოინი, მაგრამ ეგ არაფერია იმასთან შედარებით, სრულიად სხვადასხვა პლატფორმაზე მდგომი, სრულიად სხვადასხვა წარსულისა და პრინციპების მქონე ადამიანები რომ შელახული ღირსების ირგვლივ გააერთიანე. ნამეტანი ნიჭიერი კაცი ხარ, ბიძინა ბატონო, ნამეტანი.”

ზურაბ გურული – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს  ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით  ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

იტვირთბა....