ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში” – ამერიკაში მოღვაწე ექიმი ქართველ პოლიციელებს მიმართავს

“სველი ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს ინფიცირებული და მათ დაავადების რთული ფორმების ბევრად მეტი რისკი ექნებათ,” – ასე ეხმაურება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ცესკოსთან საპროტესტო აქციის დარბევას.

ქართველი ექიმი პოლიციელებს სოციალური ქსელის საშუალებით მოუწოდებს, ნუ მოკლავენ ადამიანებს.

“მეტრონომი” ექმისი “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, თქვენ ქვეყნის და ადამიანების დასაცავად დაგიქირავათ საზოგადოებათ. მათ შორის იმ ადამიანებმაც ვისაც პანდემიის პიკზე, ნოემბრის ცივ ღამეს ცივი წყლის ჭავლით დევნით…

სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული და მათ დაავადების რთული ფორმების ბევრად მეტი რისკი აქვთ, ვიდრე იმათ ვინც ამ დანაშაულს თვალს თბილი ოთახებიდან ადევნებს. გთხოვთ, ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში.

საქართველოში, უკვე არცერთ ჰოსპიტალში აღარაა ადგილი დაავადებულების მისაღებად. თქვენც შეიძლება აღმოჩნდეთ ერთ-ერთი, ვისაც ხვალ დახმარება დასჭირდება და ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ჰოსპიტალური სექტორი უბრალოდ გადავსებული იქნება.

ვერ იცხოვრებთ ამ ცოდვით, ვერ გაუსწორებთ თვალებს თქვენს შვილებს!!!

ეხლა, მშიერი, გადაცივებული, უფლებაწართმეული, დასტრესილი ადამიანების დევნა მკვლელობაზე შეგნებულად წასვლაა”, – წერს ნანა გეგეჭკორი.

ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით მეორედ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ღობის გარღვევას ცდილობენ. ისინი პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, სამართალდამცველები კი ხალხის წინააღმდეგ ძალას და წყლის ჭავლს იყენებენ.

ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

იტვირთბა....