ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით შლიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეები პოლიციელებს ქვებს ესვრიან. როგორც ირკვევა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა.
საპროტესტო აქციის ნაწილი, რომელიც რუსთაველიდან ცესკოს შენობისკენ მიემართება, ადგილზე არ მისულა.
ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.