ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოპოზიციის ლიდერებმა ცესკო-ს შენობასთან მიმდინარე აქციის დროებით შეწყვეტა გადაწყვიტეს

ოპოზიციონერმა ლიდერებმა ცესკო-ს შენობასთან მიმდინარე აქციის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

აღნშნული გადაწყვეტილება აქციის მონაწილებს აცნობეს, თუმცა ოპოზიციის მხარდამწერებული მეღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ცესკოს შენობის წინ რჩება.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით კი საპროტესტო აქცია 9 ნოემბერს, 18:00 საათზე განახლდება.

მათივე ცნობით, აქციის დაშალასთან დაკავშირები გადაწყვეტილება წყლის ჭავლის გამოყენებით მეორედ დაშლის შემდეგ მიიღეს.

ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით მეორედ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ღობის გარღვევას ცდილობენ. ისინი პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, სამართალდამცველები კი ხალხის წინააღმდეგ ძალას და წყლის ჭავლს იყენებენ.

ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

იტვირთბა....