„ნებისმიერი სახის ძალადობა ათმაგად შემოგიტრიალდებათ უკან, ოღონდ ეს იქნება აზვირთებული ტალღა რომელიც წაგლეკავთ, იმიტომ რომ რეჟიმები წაილეკება დემოკრატიული ტალღების მიერ. დაფიქრდით, თქვენი შვილებიც გვიყურებენ, არ იძალადოთ. ვერც გომელაური და ვერავინ ვერ გიშველით.”
ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ღობის გარღვევას ცდილობენ. ისინი პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, სამართალდამცველები კი ხალხის წინააღმდეგ ძალას და წყლის ჭავლს იყენებენ.
ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.