ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ მამაკაცს, ზაზა გუგავას რომ თვალს დაუბრმავებ” – ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულის შესახებ

სოციალური ქსელის მომხმარებელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე დაშავებული მონაწილის ფოტოს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, დაშავებული მოქალაქე ზაზა გუგავაა.

“ამ მამაკაცს ზაზა გუგავას რომ თვალს დაუბრმავებ, რომელიც აფხაზეთის ომიდან მოყოლებული ქვეყნის ერთიანობისთვის რომ იბრძოდა მთელი მისი ცხოვრება… აუცილებლად შესრულდება ეს ყველაფერი… მიმიფურთხებია ყველა მედროვესთვის….” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ღობის გარღვევას ცდილობენ. ისინი პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, სამართალდამცველები კი ხალხის წინააღმდეგ ძალას და წყლის ჭავლს იყენებენ.

ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

იტვირთბა....