ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ არ გასცეს გაფრთხილება წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე – მდინარაძის განმარტება

“ვნახეთ კადრები, რომ აქციის მონაწილეები ღობეს ანგრევდნენ და ქვებს ესროდნენ პოლიციელებს. ასეთ დროს ნებისმიერ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება” – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არ გააფრთხილეს მათ აქციის მონაწილეები წინასწარ, წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე.

მდინარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ როდესაც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და ქვებს უშენდნენ, გაფრთხილება ვერ მოესწრებოდა.

როდესაც თავს გესხმიან ამ შემთვევაში გაფრთხილებას ვერ დაიწყებ, ეს მარტივი იურიდიული კაზუსია. გაფრთხილება ხდება მაშინ, როდესაც არის ყველანაირი დაშლის წინაპირობა, მაგრამ მყისიერი თავდასხმა არ არის. სხვა გზა ვერ ექნებოდა პოლიციას, თუ არა მყისიერი საპასუხო და პროპორციული რეაგირება” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ღობის გარღვევას ცდილობენ. ისინი პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, სამართალდამცველები კი ხალხის წინააღმდეგ ძალას და წყლის ჭავლს იყენებენ.

ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

იტვირთბა....