ახალი ამბები მთავარი ციტატა

“უკიდურესად შეშინებულია ივანიშვილი, ხოდა, დეე დასრულდეს!” – გვარამია

“7000 კაცი არა? წყლის ჭავლით რატომ დაერიეთ ამ “ორ კაკალ” ხალხს აბა, თქვე ნაძირლებო?!!!! უკიდურესად შეშინებულია, ივანიშვილი, უკიდურესად! ხოდა, დეე დასრულდეს!!!!”, – წერს გვარამია.

ნიკა გვარამია – “მთავარი არიხ” დირექტორი.

სოციალური ქსელი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ღობის გარღვევას ცდილობენ. ისინი პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, სამართალდამცველები კი ხალხის წინააღმდეგ ძალას და წყლის ჭავლს იყენებენ.

ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

იტვირთბა....