“კომენდანტის საათი” უკანონოდ არის შემოღებული და უკავშირდება სწორედ იმას, რომ ადამიანებმა საკუთარი პროტესტი არ გამოხატონ. ეს არის “კომენდანტის საათის” ერთადერთი მიზანი. ყველას კარგად გვესმის, რომ კორონავირუსი 22:00 საათიდან 05:00 საათამდე არ ვრცელდება. თუ ვინმეს ჰგონია ქართველ ხალხს მოატყუებს და ეტყვის, რომ იმ 7 საათის განმავლობაში ღამე ქალაქში რომ არ გამოვა ამით კორონას პანდემიის გავრცელებას შეაჩერებს, ე.ი. ქართველი ხალხი ბრიყვი ჰგონია. მე არ ვიზიარებ იმას, რომ ამას უნდა დავემორჩილო, ეს ჩემი პირადი აზრია.”
სერგი კაპანაძე – „ევროპული საქართველოს” წევრი
აღნიშნულით სერგი კაპანაძე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ ახალ შეზღუდვებს გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ხვალ, 8 ნოემბერს, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე 15:00 საათიდან ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასა და რიგგარეშე არჩევნების ცატარებას მოითხოვს.
ამასთან, 9 ნოემბრიდან 22:00 საათიდან 05:00-მდე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება იკრძალება.
ასევე, ვეცე-პრემიერის დღევანდელი განცხადებით იზღუდება მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაც.