ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-11 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რეგიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„დღეს და ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში დღეიდან უნალექო ამინდი იქნება 11 ნოემბრის ჩათვლით. დღეს დაიკლო მთელ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ, მაქსიმალური ტემპერატურა 15-19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 8-9 ნოემბერს კვლავ მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში 20-22 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 19-20 გრადუსი. 10-11 ნოემბერს მცირე ღრუბლიანობის ხარჯზე შეიძლება ცალკეულ რაიონში უმნიშვნელო ნალექი აღინიშნოს.“

იტვირთბა....