“ჩვენ ყველა მეთოდით ვიბრძვით, მათ შორის იგივე საოლქოში საჩივრები შეტანილია, იბრძვიან არასამთავრობებიც, ჩვენი წარმომადგენლებიც. რა თქმა უნდა ეს საკითხი არც საოლქოში არ გადაწყვეტილა, ისინი არიან შემსრულებლები. მეტიც, ცესკოც და ჟვანიაც პოლიტიკური ნების გამტარებელია, ამიტომ დღეს ჩვენი ამოცანაა საზოგადოებას ვანახოთ კონკრეტული ფაქტები, რომ მათ მოპარეს ხმები.”
ელენე ხოსტარია – ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი
ფორმულა
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.