ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოპოზიციური პარტიების პროტესტს რეალური საფუძველი არ აქვს” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაა თავის ამომრჩეველს გამოუცხადოს ბოიკოტი.

მისივე განცხადებით, ოპოზიციური პარტიების პროტესტს რეალური საფუძველი არ აქვს.

„პარტიები, რომლებიც, თუნდაც ყველა ტენდენციური კვლევის შედეგად, იღებდნენ იმავე პროცენტულ მაჩვენებელს ეგზიტპოლის ჩათვლით, რა პროცენტული მაჩვენებელიც დღეს ასახულია მათ შედეგებში ცესკოს საიტზე, არიან  „ნაცმოძრაობის“, შედარებით დიდი პარტიის, ბულინგის ქვეშ”,

მე გულწრფელი იმედი მაქვს, ისინი მიხვდებიან, რომ არ შეიძლება საკუთარ ამომრჩეველს და საკუთარ ქვეყანას გამოუცხადო ბოიკოტი. თუკი ვინმე განზრახ ეცდებოდა არჩევნებში ვინმესთვის ხმა მოეპარა, ამ შემთხვევაში ყველა მათი მესიჯი მართალი იქნებოდა, მაგრამ მათ პროტესტს რეალური საფუძველი და სიმართლესთან შემხებლობა არ აქვს.

ეს არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით იყო კონკურენტუნარიანი და ყველა წინა არჩევნებთან შედარებით შეინიშნებოდა პროგრესი, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო, ისე მისი აღსრულების დონეზე.

პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია და მე ვფიქრობ, რომ ამ პასუხისმგებლობას პარტიები გაითავისებენ, არ დაექვემდებარებიან „ნაცმოძრაობისა“ და მათი ერთი თუ ორი ლიდერის ბულინგს და არ გამოუცხადებენ ბოიკოტს საკუთარ ამომრჩეველს,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა. 

იტვირთბა....