ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს” – კორონავირუსით გარდაცვლილი 27 წლის ქალის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქუთაისში, კორონავირუსით გარდაცვლილი 27 წლის გოგოს ოჯახის წევრების ინფორმაციით, ინფიცირებული კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, კლინიკებში ადგილები არ იყო და მისი შვილის გადაყვანა ამიტომ ვერ შეძლეს. პაციენტი კლინიკაში 31 ოქტომბერს შეიყვანეს და მეორე დღეს გარდაიცვალა.

ოჯახის მტკიცებით, გარდაცვლილს სხვა დაავადება არ ჰქონია. ის დედისგან დაინფიცირდა, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მოულოდნელად დამძიმდა და ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.

ოჯახი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ტესტზე პასუხი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიიღეს, ასევე აცხადებენ, რომ ცხედარი სახლში სპეციალური შეფუთვის გარეშე მიასვენეს და არც დაკრძალვის შემდეგ მომხდარა სახლის დეზინფექცია.

ცნობისათვის დღეს საქართველოში კორონავირუსით 27 წლის პაციენტი, მაგდა ძოწენიძე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში 15 501 აქტიური ინფიცირებულია. აქედან 4 253 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 092, აჭარაში – 699. მძიმე პაციენტია 589, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 90. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში-1 412.

 

იტვირთბა....