საქართველოში კორონავირუსით 27 წლის პაციენტი გარდაიცვალა. მაგდა ძოწენიძის ოჯახი ამბობს, რომ გადატვირთული კლინიკების გამო პაციენტი საავადმყოფოში ვერ მიიღეს, ბოლოს კი მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ კლინიკაში მოთავსებიდან ერთ დღეში გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში 15 501 აქტიური ინფიცირებულია. აქედან 4 253 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 092, აჭარაში – 699. მძიმე პაციენტია 589, მათ შორის, თბილისში – 299, აჭარაში – 90. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში-1 412.