ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როგორია პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა – მთავრობის განცხადება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დისტანციურად უხელმძღვანელა.

„ბატონი გიორგი კარგად გრძნობს თავს, დღეს მისი თავმჯდომარეობით ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ის სახლიდან აგრძელებს მუშაობას. ქალბატონი ნათია თურნავა და მიხეილ ჩხენკელი არიან თვითიზოლაციაში. მათ დღეისთვის დადასტურებული კორონავირუსი არა აქვთ, შესბამაისად კარგად გრძნობენ თავს. როგორც ვიცი, ქალბატონი ნათია და მიხეილი ელოდებიან ტესტის პასუხებს“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გიორგი გახარიას და ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდასტუდათ. ეკონომიკის და განათლების მინისტრები კი თვითიზოლაციაში არიან.

იტვირთბა....