რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ და 8 ნოემბერს, 15:00 საათზე საერთო აქციას აანონსებენ. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ თქვა, სანამ არ გაიმარჯვებენ დანებებას არ აპირებენ.
ცნობისათვის, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, რეზიდენციასთან მივიდნენ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციის მონაწილეები არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და ახალი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ფოტო: “მეტრონომი”