საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან მივიდნენ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს. ამის შესახებ “მეტრონომის” რეპორტიორი ადგილიდან იუწყება.
აქციის მონაწილეები ცენტრის შესასვლელთან სკანდირებენ “წადი”, “გამოდი” და “ქურდებო”.
მსვლელობის ლიდერები მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, რომ არ დაიშალნონ და დაიცვან ხმები.
ცნობისათვის, საპროტესტო აქციის მონაწილეები არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და ახალი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ფოტო: “მეტრონომი”