ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ახლა შეიცვალა უცებ მონაცემები ჯაფარიძის სასარგებლოდ” – ანა დოლიძე ცესკოში მივიდა

რამდენიმე წუთის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ანა დოლიძე მივიდა, თუმცა არ შეუშვეს. როგორც დაცვამ მას უთხრა, ცესკოს ხელმძღვანელები ადგილზე აღარ იმყოფებიან. დოლიძე თამარ ჟვანიას ადმინისტრაციას მის ოლქში და ზოგადად ქვეყანაში, არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.

„კომისიამ რამდენიმე წუთის წინ შეაჯამა შედეგები და გამოაცხადა ჩემი გამარჯვება. რასაც გამოეხმაურა მედია საშუალებები. ახლა შეიცვალა უცებ მონაცემები ჯაფარიძის სასარგებლოდ. ცენტრალური საარჩევნო კომისია თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდობა. თქვენ თამაშობთ ხალხის ბედით და ამის ფასს გადაიხდით“ – წერს ანა დოლიძე.

ცნობისათვის, პარტია “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ხმების რაოდენობით ანა დოლიძეს გადაუსწრო და არჩევნების მეორე ტურში გადავიდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული მონაცემები რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

შეგახსენეთ, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

იტვირთბა....