ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურა ჯაფარიძემ ხმების რაოდენობით ანა დოლიძეს გადაუსწრო და არჩევნების მეორე ტურში გადავიდა

პარტია “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ხმების რაოდენობით ანა დოლიძეს გადაუსწრო და არჩევნების მეორე ტურში გადავიდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული მონაცემები რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

მანამდე, ხმების პირველადი დათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ დოლიძემ ჯაფარიძეს 9 ხმით გაუსწრო. თუმცა, გასწორებული ხარვეზის შემდგომ, ცესკო-ს მიერ დაჯამებული ხმების მიხედვით, ჯაფარიძემ დოლძეს 91 ხმით მოუგო.

არჩევნების მეორე ტურში ზურა ჯაფარიძე სამთავრობო პარტიის კანდიდატს, გიორგი ვოლსკის ოპონენტი იქნება. 

იტვირთბა....