ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთელი ღამის განმავლობაში ვიქნებით აქ” – პარლამენტთან კარვის გაშლის მცდელობას ხმაური მოჰყვა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი მიიტანეს. მისი გაშლას სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა. ინცინდენტამდე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოვიდა და ღამის გათენება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დააანონსა.

“ესეც ხომ პროტესტის ფორმაა.იმიტომ, რომ ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით ყველა ერთად. დიახ, ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. ეს იქნება დამქანცველი ბრძოლა. მესმის, რომ დაღლილები ხართ. მანამდე ძალიან ბევრი თქვენგანი კამპანიაში იყო, ძალიან ბევრი ადგილი მოიარა, ძალიან ბევრ ადამიანს შეხვდა. მესმის, რომ ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო. პროტესტის ფორმაა ჩემი, როგორც ერთი ადამიანი, რომელსაც ნამდვილად მოპარეს ეს არჩევნები, იქნება, რომ მთელი ღამის განმავლობაში ვიქნებით აქ” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იტვირთბა....