ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ამინდი გაუარესდება – ცნობილია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 1-2 ნოემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

იტვირთბა....