ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელჭექი, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-2 ნოემბერს საქართველოში ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

“1-2 ნოემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

იტვირთბა....