ახალი ამბები მთავარი ციტატა

“წარმოუდგენელი გოიმობაა, დიდი კაბურით, გამოსაჩენად პისტოლეტი დაიკიდო” – მდინარაძე

“დიმიტრი შაშკინი დემონსტაციულად და გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა – წარმოუდგენელი გოიმობაა, დიდი კაბურით, წინ გამოსაჩენად პისტოლეტი დაიკიდო და მენტორული მიხვრა-მოხვრით გადაადგილდებოდე. კახა ოქრიაშვილის შემდეგ ადასტურებს, რომ დიახ, ისიც იარაღით დადის. ეს სასოწარკვეთილების პიკია და გასაგებია, მაგრამ ეს არის მტკიცებულება იმისა, რაზეც ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვლაპარაკობდით.”

მამუკა მდინარაძე – “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დიმიტრი შაშკინი ბოლნისში შეიარაღებული გადაადგილდებოდა. აღნიშნული ინფორმაცია თავად შაშკინმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ იარაღი თავდაცვისთვის სჭირდება.

მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა ოქრიაშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდება.

ცნობისათვის, დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 

იტვირთბა....