ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ფოტო) დიმიტრი შაშკინი სოფელი ტალავერში იარაღით გადაადგილდებოდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დიმიტრი შაშკინი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ტალავერში,  სააარჩევნო უბანთან  იარაღით გადაადგილდებოდა. ფაქტს თავად არ უაყოფს და აცხადებს, რომ აქვს საფრთხის განცდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა იარაღი თან ჰქონოდა. როგორც შაშკინმა “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას თქვა, საარჩევნო უბანზე არ ყოფილა:

“მე მაქვს უფლება შსს-სგან მინიჭებული, რომ ვატარო ჩემი პირადი იარაღი, მე არ ვიყავი საარჩევნო უბანზე, ვჯდებოდი მანქანაში, როცა ოცნების პროვოკატორებმა გადამიღეს, მე კანდიდატი ვარ და საარჩევო უბანზე შესვლის უფლება არ მაქვს. ბოლნისში ჩვენ აქტივისტებს ესვრიან და სცემენ, მე მაქვს უფლება რომ იარაღი საკუთარი თავდაცვისთვის ვატარო.  ამ რაიონში თარეშობს გოგი მეშველიანის ბანდა” – განაცხადა დიმიტრი შაშკინი.

ცნობისათვის, დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

იტვირთბა....