ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“უკვე არაერთგზის დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ხმა მისცა გადასატან ყუთში და მერე მოიყვანეს უბანზე” – გრიგოლ ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ამომრჩევლებმა, რომლებმაც ხმა გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით მისცა, შემდეგ უბანზე გამოცხადდნენ და ხმას მეორედ აძლევენ.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას 39-ე უბანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ამომრჩეველს სამის ნაცვლად 2 -ბიულეტენი მისცეს, მაჟორიტარობის ბიულეტენის გარდა.

“მთავარი პრობლემა, რომელიც ახლაა და რომელზეც აბსოლუტურად მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა უბანზე საუბრობენ, ეს არის გადასატანი ყუთები, – როდესაც „ქართულ ოცნებას ამ სიაში შეყრილი ჰყავს უამრავი ადამიანი, ძალიან ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ და შემდეგ ცდილობს, ეს ადამიანები უბნებზე მოიყვანოს. ჩვენი დამკვირვებლები და წარმომადგენლები ძალიან ყურადღებით არიან, რადგან უკვე არაერთგზის დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ხმა მისცა გადასატან ყუთში და მერე მოიყვანეს უბანზე. მე დიდი გამოცდილება არ მაქვს არჩევნების, მაგრამ რომ ვთქვა, რომ რაღაც ისეთი ხდება, რაც 2017, 2018 და 2019 წლებში არ მინახავს, მოვიტყუები. ყველანაირად ცდილობს „ქართული ოცნება“ ხელიდან გაპარული ხელისუფლების შენარჩუნებას” – აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისათვის, დღეს საპარლამენო არჩევნები ტარდება.

იტვირთბა....