ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) ენმ-ის აქციაზე ბუბა კიკაბიძემ „თბილისოს“ ნაწილი რუსულად იმღერა

თავისუფლების მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელ აქციაზე, სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ სიმღერა „თბილისოს“ ორი სტროფი რუსულ ენაზე იმღერა.

როგორც თავად განმარტა მისი მიზანი იყო, „გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ“.

„ჩემს ცხოვრებაში პირველად ვდგავარ ტრიბუნასთან, ამდენი ხალხი რომ არის. ზარებმა დარეკეს, რომ ბუბა, რატომ იმღერე ორი კუპლეტი „თბილისო“ რუსულადო, ვუთხარი, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას” საარჩევნო შემაჯამებელი აქციაბუბა კიკაბიძის სიმღერით „სადრეგრელო“ დაიწყო.

 

იტვირთბა....