ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) “ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვიც არ შეგეპაროთ და მერე უკვე დაიწყება სხვა ცხოვრება” – ბუბა კიკაბიძე აქციის მონაწილებს მიმართავს

“მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამდენ ხალხს ვხედავ ერთად თბილისში. სულ ყველას გკოცნით, ძალიან მიყვარხართ”, – ასე მიესალმა ბუბა კიკაბიძე   “ნაცმოძრაობის” აქციის მონაწილეებს, რომელებიც შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მართავს.

საარჩევნო შემაჯამებელი ღონისძიება ბუბა კიკაბიძის სიმღერით “სადრეგრელო”  დაიწყო.

“მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამდენ ხალხს ვხედავ ერთად თბილისში. სულ ყველას გკოცნით, ძალიან მიყვარხართ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვიც არ შეგეპაროთ და მერე უკვე დაიწყება სხვა ცხოვრება.

მე მინდა დღევანდელი საღამო გავხსნა სიმღერით, რომლის ტექსტიც მე თვითონ დავწერე. მუსიკა არის ხალხური და სიმღერას ჰქვია სადღეგრძელო,” – ასე მიესალმა ბუბა კიკაბიძე აქციის მონაწილეებს.

შეგახსენებთ, ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” საარჩევნო შემაჯამებელ აქციას მართავს. აღნიშნულ აქციას რეგიონებიდან “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები შეუერთდა. თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე მისულ მხარდამჭერებს სიტყვით პარტიის ლიდერები მიმართავენ. 

იხ:ვიდეო:

იტვირთბა....