ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს, სადაც მან გვარამიას “ქალაჩუნა” უწოდა.
გვარამია სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში ირაკლი კობახიძეს რუსის აგენტი უწოდა.
“ესეც ამ საცოდავი რუსის აგენტოვიჩის განცხადება სრულად. ნუ, მის ნათქვამ ათას ტყუილს რომ თავი დავანებოთ, “ქალაჩუნა დირექტორში იგულისხმება? რუსის თქმა გინდოდათ ამდენი ხანი და ამოგხეთქათ უცაბედად, ბატონო რუსის აგენტის ძევ? შემთხვევით, ხომ არ გინდათ გიხმაროთ, ეგ სურვილი ხომ არ გწვავთ? სამაგიეროდ მე არ მინდა. я такого не ем, я не козёл. თუმცა ისე ბევრჯერ კი მყავხართ “ნახმარი” ამ წლების მანძილზე და 31-ში საბოლოოდ და ბოლოჯერ “გიხმართ”. პირობას ვდებ, 31-ის მერე ჩემი ყლებოროტობით აღარ შეგაწუხებთ ps იფსოსს არანაირი კვლევები მაჟორიტარებზე არ გამოუქვეყნებია, pps და რა გაკანკალებს ისე ლაპრაკის დროს? რა მოძრაობაა, რა მდგომარეობაა?,”- წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა. ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, თუ სამი კანდიდატიდან: კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის ოლქში თუ რომელიმე ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, ის პოლიტიკიდან წავა. ხოლო, თუ “ქართული ოცნების” კანდიდატები მოიგებენ, კობახიძის თქმით, ნიკა გვარამია უნდა წავიდეს მედიასივრციდან.