თ”უ ჩვენი სამი კანდიდატიდან: კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის ოლქში თუ რომელიმე ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მე პოლიტიკიდან წავალ. ხოლო თუ სამივე მოიგებს, შევთანხმდეთ, რომ ნიკა გვარამია ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან წავიდეს. ის ბუნებრივია ამაზე ვერ წავა, გამომდინარე იქიდან რომ მხდალი ადამიანია. მოდით, გადაეცით ეს თქვენ ქალაჩუნა დირექტორს.”
ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი
ამის შესახებ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ოპოზიციის გეგმების შესახებ ისაუბრა.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.