ახალი ამბები

 საავტომობილო გზებზე უამინდობის გამო შეზღუდვებია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების ნაწილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც დეპარტამენტის ვებგვერდზე  გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 70-კმ 188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი  ავტოტრანსპორტის და 30 ადამიანზე მეტი ტევადობის ავტობუსის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა-ფატცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ 94-კმ 110 მონაკვეთში აკრძალულია  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

იტვირთბა....