ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენი მედპერსონალი დაინფიცირდა კოვიდ-19-ით – გამყრელიძე სტატისტიკას აქვეყნებს

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სულ კორონავირუსით სამედიცინო სფეროს 1678 წარმომადგენელი დაინფიცირდა. ეს საერთო ინფიცირებულთა 5,2%-ია. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, აბსოლუტურ რიცხვში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რიცხვი გაიზარდა, თუმცა შეფარდება შემცირებულია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ექიმები და ექთნები ინფიცირდებიან არა მხოლოდ სამუშაო, არამედ საყოფაცხოვრებო პირობებშიც. ახალი კორონავირუსით საქართველოში ერთი ექიმი 2 დღის წინ, 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.

იტვირთბა....