“ბადრისა და იმ დამნაშავეს შორის არანაირი მსგავსება არ არის. ნიკა გვარამია რომ ბრძანებს, ასე არ შეიძლება, ეს არის ცილისწამება” – ამის შესახებ ბადრი ესებუას ძმამ ბიძინა ესებუამ განცხადა.
მისივე თქმით, ბადრი ესებუა თბილისში სამკურნალოდ არის წასული.
„ჩემი ძმა სავარაუდოდ, ხვალ უნდა მოვიდეს. დანარჩენ კომენტარს თვითონ გააკეთებს. მე ცალკე ვცხოვრობ, ზუსტად არ ვიცი, სად იმყოფებოდა 21 ოქტომბერს. ბადრისა და იმ დამნაშავეს შორის არანაირი მსგავსება არ არის. ნიკა გვარამია რომ ბრძანებს, ასე არ შეიძლება, ეს არის ცილისწამება. არანაირი მსგავსება არ არის სიმაღლეში. ჩემი ძმა თბილისშია, სამკურნალოდ არის წასული. ორშაბათს, თუ სამშაბათს წავიდა, ზუსტად არ მახსოვს… აქ, არანაირი სპეცოპერაცია არ ჩატარებულა, დამნაშავე რომ ყოფილიყო, ამას თვითონ პოლიციელები გაარკვევდნენ. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ბიძინა ესებუამ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში ბანკზე მომხდარი თავდამსხმელი, მოქმედი სამხედრო ბადრი ესებუაა.
ამავე თემაზე: “მეტრონომმა” გაავრცელა ბადრი ესებუას ოჯახის განცხადება.