„მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ სამედიცინო ქსელის მობილიზება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძებ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემია ომზე ნაკლები არაა და სრული მობილიზება საჭირო.
„აქ შედიან ჩემი კოლეგები, ვინც დღეს დასაქმებული არ არიან და ასევე მაღალი კურსის (მე-5-მე-6 კურსზეა საუბარი) სტუდენტები და რეზიდენტები. საუბარია ელემენტარული სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებზე. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ ომში ვართ. მე-4 კურსის სტუდენტები მიჰყავდათ მეორე მსოფლიო ომში, როცა მათ ძირითადი უკვე გავლილი ჰქონდათ. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, ამიტომ, როცა საჭიროა უნდა მოხდეს სრული მობილიზება, მათ შორის სამედიცინო პერსონალის და მათ შორის სტუდენტების. მე, როცა მე-5 კურსზე ვიყავი მთელ რიგ სამედიცინო ჩარევებს ვაკეთებდი. დღეს, მით უმეტეს, ცხელი ხაზის მართვა, ადამიანის დარიგება და რეკომენდაციების მიცემა თავისუფლად შეიძლება. ამიტომ, ახლა სწრაფი მოკლე კურიკულუმია შედგენილი სტუდენტების გადამზადებისთვის, რა უნდა იცოდნენ კოვიდზე, ძირითადი პრინციპები და დარწმუნებული ვარ, ისინი ექიმ ასისტენტებად თავისუფლად იმუშავებენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმაც ისაუბრა.