ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები ​კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართვისთვის მოემზადებიან

განათლების მინისტრსი, მხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები მომზადდებიან და საჭირო დროს კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთვებიან.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, გადაწყვეტილება უწყებათაშორის საბჭოზე მიიღეს.

„ისინი გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის რომ შეიქმნას ერთგვარი სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში, დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს. მე დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე, სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში უკვე გვექნება ბაზა, იმ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს ეს სწრაფი ტრენინგი და საჭიროების შემთხვევაში, იქნება სრული მზაობა რომ ისინი ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ჩვენს ექიმებს.
მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგიანი, მრავალი განზომილება იქნება აქ ჩართული და სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც დასჭირდებათ ჩვენს ექიმებს დახმარება, ჩვენი უფროსკურსელები მათ ამაში დაეხმარებიან“. – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

იტვირთბა....