aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს იყო ორი ადამიანის ჭორაობა, ერთ-ერთი „კაგებეს“ ყოფილი მაღალჩინოსანია“ – კობახიძე გოგოლაძის ინტერვიუზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე „ქართუ ჯგუფის” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტისა და ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ელდარ გოგოლაძის „მთავარი არხის“ ეთერში, ნიკა გვარამიასთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება.

მისი შეფასებით, ეს იყო ორი ადამიანის ერთგვარი ჭორაობა.

„არ მგონია, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეიძლებოდეს ამ ინტერვიუზე, ეს იყო ორი ადამიანის ერთგვარი ჭორაობა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ცნობილი „კაგებეშნიკი“, თან „კაგებეს“ მაღალჩინოსანი“,- განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, ელდარ გოგოლაძემ,ბიძინა ივანიშვილის ნაცნობობისა და მისი ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა.

ინტერვიუს შემდეგ გოგოლაძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ მასსა და მის ოჯახზე დევნა დაიწყება და ნიკა გვარამიას ადვოკატის მოძიებაში დახმარება სთხოვა.

ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი მოსკოვის ფსიქიატრიულში იწვა.

ამავე თემაზე: ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, ფიქრი მიყვარს, კითხვა არაო

„ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა პატრიარქზეც მოეპოვებინა კომპრომატები

იტვირთბა....