aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ამ ინტერვიუს შემდეგ, ჩემს ოჯახზე დევნა დაიწყება“ – “ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი 

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართუ ჯგუფის” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ელდარ გოგოლაძემ, განაცხადა, რომ „მთავარი არხისთვის“ მიცემული ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ნაცნობობისა და მისი ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა, მასზე და მის ოჯახზე აქტიური დევნა დაიწყება.

მისივე თქმით, არ ეშინია, თუმცა იცის, რომ მასზე წამოვა ტროლების და ბოტების ნიაღვარი.

„მოსკოვიდან რომ ჩამოვიდა, დიდი კონვერტი მომცა, დრო რომ გექნება გაეცანიო. ჩავედით ჭორვილაში, გავხსენი, სამი ნომერი იყო პატარა გაზეთის, შეკვეთებზე წერდა ხოლმე, მგონი მერე მიახურეს. იქ სტატია ეწერა, ფრედი ვუდრაფზე. მე ვუთხარი, ფრედი ჩემი მეგობარი იყო, ის რაც აგორდა, რუსებმა ააგორეს-მეთქი. რაზეც მიპასუხა, მაგას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, შენ მოკალი, სხვამ მოკლა, რომც მოგეკლა შენ, ისეთი სამსახური გქონდა, გიბრძანეს და მოკალი, მერე რა მოხდაო. მაშინ ვიფიქრე, ხომ არ წავიდე აქედან-მეთქი, მაგრამ მაშინ სამსახური მჭირდებოდა, ოჯახი იყო შესანახი და ეს გადავყლაპე. თუ დამჭირდა ადვოკატი… ერთადერთ რამეს გთხოვთ, არაფერი მინდა თქვენი… აქტიური დევნა დაიწყება, არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების, ვინც ამერიკის მოქალაქეა, მათ ცოტას მოერიდებიან, მაგრამ ყველა არ არის“, – უთხრა ინტერვიუს დროს ნიკა გვარამიას ელდარ გოგოლაძემ.

რის შემდეგაც, გვარამიამ პირობა მისცა, რომ პირადად იქნება მისი უფლებადამცველი.

გოგოლაძემ კი უთხრა, რომ ის დაკავებულია, და მთავარია, ვინმე სხვა, ვისაც ეცლება შეურჩიოს ადვოკატად.

„მეცლება მეც და სხვასაც“. -უთხრა დასასრულს გვარამიამ.

ცნობისთვის, გოგოლაძემ მანამდე რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა, ბიძინა ივანიშვილთან ურთეირთობაში:

ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, ფიქრი მიყვარს, კითხვა არაო

გოგოლაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის ფსიქიატრიულში იწვა

„ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა პატრიარქზეც მოეპოვებინა კომპრომატები”

იტვირთბა....