aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელდარ გოგოლაძე: ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, ფიქრი მიყვარს, კითხვა არაო

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე ბურუსითა და საიდუმლოებით მოცული პიროვნება იყო“, – ამის შესახებ „ქართუ ჯგუფის“ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელდარ გოგოლაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის ჩაკეტილი და გაუხსნელი ადამიანი იყო, ნაკლები კონტაქტი ჰქონდა გარესამყაროსთან, ძირითადად, ტრიალებდა ვიწრო წრეში, თავისი ნდობით აღჭურვილ პირებში.

“მან შექმნა „როს კრედიტი“, ეს ის პერიოდია, როცა შვიდი ბანკი იყო მილიარდერი, მათ შორის „როს კრედიტი… მე რამდენადაც ვიცი, სწავლობდა ასპირანტურაში, მოსკოვში, როგორ ჩააბარა მისაღები გამოცდები, როგორ დაიცვა რუსულ ენაზე დისერტაციაც, ეს სხვა საკითხია. განსაკუთრებული განათლებითა და წიგნიერებით არ გამოირჩევა. კითხვა არ უყვარს, როგორც ერთხელ მითხრა, მე ფიქრი მიყვარს, კითხვა არაო და მე ვუთხარი, რომ იფიქრო, ჯერ უნდა წაიკითხო-მეთქი, მაგრამ არ დამეთანხმა“, – განაცხადა ელდარ გოგოლაძემ, რომელიც როგორც თავად აცხადებს, ივანიშვილს ჯერ კიდევ მოსკოვში ცხივრების პერიოდიდან იცნობს.

ამავე თემაზე: გოგოლაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის ფსიქიატრიულში იწვა.

“ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა პატრიარქზეც მოეპოვებინა კომპრომატები” – “ქართუ ჯგუფის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი

იტვირთბა....