aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა პატრიარქზეც მოეპოვებინა კომპრომატები” – “ქართუ ჯგუფის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ივანიშვილმა პატრიარქს უთხრა: თავიდანვე ყველაფერი რომ გარკვეული იყოს მორწმუნე არ ვარ, მე არ მწამს ღმერთის, მატერიალისტი ვარო” – ამის შესახებ, “ქართუ ჯგუფის” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელდარ გოგოლაძემ, “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა პატრიარქზეც მოეპოვებინა კომპრომატები.

“არ ვიცი, განსაკუთრებული სიმპატიები არ შემიმჩნევია, მითუმეტეს მორწმუნე კაცი არ არის და ჩვენი პირველი შეხვედრის დროს, როდესაც ის პატრიარქს შხვდა, იქ უთხრა, პატრიარქმა მადლობა გადაუხდა სამების აშენებისთვის და უთხრა, რომ თავიდანვე ყველაფერი რომ გარკვეული იყოს მორწმუნე არ ვარ, მე არ მწამს ღმერთის, მატერიალისტი ვარო. პატრიარქმა პატარა პაუზა გააკეთა და უთხრა, რომ ჩემო ბიძინა უფალი მაინც შეგიწირავსო. როცა გამოვდიდით ხელი გადახვია და უთხრა, ვინც რას აკეთებს ჩემო ბიძინა თავის თავს უკეთებსო”, – ამბობს ელდარ გოგოლაძე.

ასევე, გოგოლაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის ფსიქიატრიულში იწვა.

იტვირთბა....