aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩვენ ვიცით სახელი და გვარი იმის, ვინც ზუგდიდში მძევლები აიყვანა და გაიქცა” – გაბუნია

“ჩვენ ვიცით სახელი და გვარი იმის, ვინც ზუგდიდში მძევლები აიყვანა და გაიქცა.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი გაბუნია – ჟურნალისტი, ტელეწამყვანი.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შეგახსენებთ, რომ რამდენი საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობის დადგენის შესახებ განცხადება გააკეთა. უწყებამ მედიასაშუალებებს და საზოგადოებას მოუწოდა, რომ გამოძიებიდან გამომდინარე, თუ ხელში დამნაშავის ფოტო ან ვიდეო მასალა ჩაუვარდებოდათ არ გაესაჯაროებინათ.

ასევე, ინფორმაციისთვის,  “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმელის იდინტიფიცირების საკითხთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა

გვარამია თავისივე პოსტში დასძენს, რომ ხელისუფლებას წინაარჩევნოთ არ აწყობს იმის აღიარება, რომ შსს-მ მოქმედი ჯარისკაცები აიყვანა, რომლებმაც საქართველოს ბანკი გაძარვეს.

ამასთან, “მთავარი არხის” დირექტორის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა, რომელმაც ნიკა გვარამიას ცილისწამებლური განცხადების გავრცელებაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....