ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არ გინდათ გაბაზრდეს, რომ მოქმედმა სამხედროებმა მძევლები აიყვანეს და ბანკი გაძარცვეს” – ნიკა გვარამია იდენტიფიცირებული ტერორისტის შესახებ

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ზუგდიდში, საქართველოს ბანკის თავდასხმელის იდენტიფიცირების საკითხს ეხმაურება.

“მეტრონომი” ნიკა გვარამიას “ფეიბუქ” პოსტს უცვლელად გათავაზობთ.

“რამდენიც არ უნდა ათრიოთ ეთერიდან ეთერში ხვიბლიანი, ნინო გიორგობიანო – ზუსტად ვიცით ჩვენც და ელისო კილაძემაც, რონ სენაკის ბაზაზე გყავთ გამოკეტილი, აწამებთ ცნობილი და გამოჩენილი შევარდნაძის დროინელი ჯალათის, სამხედრო პოლიციაში ირაკლი ალასანიას მიერ რატომღაც დაბრუნებული სერგო ჩაჩიბაის ხელით, და იმიტომ მალავთ მის დანაშაულში თანამონაწილეობას და აპრავებთ, რომ არჩევნებამდე არ გინდათ გაბაზრდეს, რომ მოქმედმა სამხედროებმა მძევლები აიყვანეს და ბანკი გაძარცვეს.

რაც შეეხება იდენტიფიცირებულ ტერორისტს: იმედი არ გქონდეთ, რომ თქვენს სატყუარას გადავყლაპავთ. ნამდვილი ტერორისტის თვალები გვაქვს და თვალი თითის ანაბეჭდივით ერთადერთი და უნიკალურია. ასე რომ, თვალების სკანირებას გავაკეთებთ და შევადარებთ. იმედი არ გქონდეთ, რომ ვიღაცას შეტენით ამ დანაშულს და ტყუილს აჭმევთ საზოგადოებას. აღნაგობის და ბოდილეგვიჯის (მიხრამოხრა, ჟესტიკულაცია და ასე შემდეგ) შედარებით და თვალების სკანირებით აუცილებლად დავადგენთ ნამდვილი დამნაშავე აიყვანეთ, თუ გვატყრუებთ, როგორც ხვიბლიანის შემთხვევაში.” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რამდენი საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობის დადგენის შესახებ განცხადება გააკეთა. უწყებამ მედიასაშუალებებს და საზოგადოებას მოუწოდა, რომ გამოძიებიდან გამომდინარე, თუ ხელში დამნაშავის ფოტო ან ვიდეო მასალა ჩაუვარდებოდათ არ გაესაჯაროებინათ.

იტვირთბა....