ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ამ წუთში სპეცოპერაცია მიმდინარეობს მის დასაკავებლად – “მთავარი არხი”

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ამ წუთში ზუგდიდში  სპეცოპერაცია მიმდინარეობს იმ პირის დასაკავებლად, რომელიც 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა.

ცნობისათვის, ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შეგახსენებთ, რომ რამდენი საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობის დადგენის შესახებ განცხადება გააკეთა. უწყებამ მედიასაშუალებებს და საზოგადოებას მოუწოდა, რომ გამოძიებიდან გამომდინარე, თუ ხელში დამნაშავის ფოტო ან ვიდეო მასალა ჩაუვარდებოდათ არ გაესაჯაროებინათ.

ასევე, ინფორმაციისთვის,  “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმელის იდინტიფიცირების საკითხთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა

გვარამია თავისივე პოსტში დასძენს, რომ ხელისუფლებას წინაარჩევნოთ არ აწყობს იმის აღიარება, რომ შსს-მ მოქმედი ჯარისკაცები აიყვანა, რომლებმაც საქართველოს ბანკი გაძარვეს.

ამასთან, “მთავარი არხის” დირექტორის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა, რომელმაც ნიკა გვარამიას ცილისწამებლური განცხადების გავრცელებაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....