რუსეთსა და ირანში რეჟიმები ძმები არიან სიძულვილში – ამ წამს ახლო აღმოსავლეთსა და ყურის რეგიონში 201 უკრაინელია და კიდევ 34 მზად არიან ჩასვლისთვის – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ამ წამს ახლო აღმოსავლეთში და [სპარსეთის] ყურის რეგიონში 201 უკრაინელია და კიდევ 34 მზად არიან ჩასვლისთვის. ეს სამხედრო ექსპერტები არიან, რომლებმაც იციან როგორ დაეხმარონ, როგორ უნდა დაიცვა თავი “შაჰედის” დრონების წინააღმდეგ.
ჩვენი გუნდები უკვე არიან ემირატებში, კატარში, საუდის არაბეთში და გზაში არიან ქუვეითისკენ. რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად ვმუშაობთ. უკვე არსებობს შეთანხმებები. არ გვინდა, რომ საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ ირანული რეჟიმის ტერორმა წარმატებას მიაღწიოს.
და ეს სამხედრო ექსპერტები ჩვენი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის, მოთხოვნით გავგზავნე. რეალურად, ეს “დრონებზე შეთანხმების” ნაწილია, რომელიც აშშ-ის შევთავაზეთ, რომელზეც ერთად ვმუშაობდით და რომელიც ჯერ კიდევ მაგიდაზეა,” – განაცხადა ზელენსკიმ.

