ჩვენ არ ვართ კონფლიქტის მხარე, ამჟამინდელ პირობებში საფრანგეთი არასდროს მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაციებში – აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
“ჩვენ არ ვართ კონფლიქტის მხარე და შესაბამისად, მიმდინარე პირობებში, საფრანგეთი არასდროს მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის გახსნის ან გათავისუფლების ოპერაციებში. მეორე მხრივ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როგორც კი ვითარება დაწყნარდება – და მე შეგნებულად ვიყენებ ამ ტერმინს ფართოდ – როგორც კი ვითარება დასტაბილურდება, როგორც კი ძირითადი დაბომბვები შეწყდება, ჩვენ მზად ვართ, სხვა ქვეყნებთან ერთად, ავიღოთ პასუხისმგებლობა ესკორტის სისტემაზე. მაგრამ ეს არის პოლიტიკური და ტექნიკური საკითხი და ცხადია, საზღვაო ტრანსპორტის ყველა აქტორთან, დამზღვევებთან და ოპერატიულ სამუშაოებთან არის დაკავშირებული. ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები ინდოეთთან, სხვა რამდენიმე ევროპელ პარტნიორთან ან პარტნიორებთან რეგიონში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

