ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავტომობილების განბაჟების საფასურის ზრდას I მოსმენით მხარი დაუჭირეს

6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

”საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 81-ხმით (4 წინააღმდეგი) მიიღეს.

“კანონპროექტის ძირითადი არსია მსუბუქ ავტომობილებზე (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიცია) დაწესებული აქციზის დაბეგვრის მოდელის ცვლილება, რაც ითვალისწინებს 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქ ავტომობილებზე, ზომიერი და ერთიანი აქციზის განაკვეთის დაწესებას, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას. აღნიშნული მიზნით, სსკ-ის 188-ე მუხლს ემატება მე-12 და მე-13 ნაწილები, რომლის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის განისაზღვრება, ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრება1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით”. – წერია კანონპროექტში.

იტვირთბა....