ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გრიპის ახალი წამალი, რომელიც ერთ დღეში კურნავს

იაპონელმა მეცნიერებმა წამალი გამოიგონეს,რომელიც გრიპისგან ადამიანს ერთ დღეში განკურნავს. ახალი წამლის მეშვეობით ვირუსს იმ ფერმენტების მიღების საშუალება აღარ ექნება, რაც მისი გამრავლებისთვისაა აუცილებელი. წამალი უკვე გამოცადეს კლინიკურ პირობებში და მან თავისი ეფექტურობა აჩვენა. ფარმაცევტები დარწმუნებულები არიან, რომ საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის საკმარისია მისი მიღება ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
წამალს რამდენიმე ასეულ პაციენტზე გამოცდიან. ეფექტურობის და უსაფრთხოების დადასტურების შემდეგ ახალი წამალი ლიცენზირების პროცედურას გაივლის. აფთიაქებში მისი შეძენა 2018 წლიდან იქნება შესაძლებელი. ამჟამად ვირუსული გრიპის ორი ათასზე მეტი სახეობაა ცნობილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად ამ დაავადებისგან  მსოფლიოში 250-დან 500 ათასამდე ადამიანი იღუპება.

იტვირთბა....