“დამნაშავე იყო მომზადებული, ბევრი იცოდა უფრო, ვიდრე უნდა სცოდნოდა ჯარისკაცს, მაგალითად კვალი როგორ არ უნდა დატოვო. ამას ყველა დამნაშავე ვერ ახერხებს, წიგნებში იქნება ეს ფილმებში თუ რეალობაში ეს ესე არ ხდება, სადღაც მაინც ტოვებს კვალს, ყოველთვის უშვებს შეცდომას.ვნახე კადრები, რომ სივრცეშიც გაიხსნა,არ ეფარებოდა მძევალი, შესაბამისად თუ იქ სნაიპერი იყო შესაძლებელი იქნებოდა გახსნილ სივრცეში მისი დაჭრა. ხელყუმბარა მას გახსნილი არ ჰქონდა, შეუძლებელია 7 საათი გახსნილი ხელყუმბარა გეკავოს ადამიანს.”
ვალერი გელბახიანი – პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.
თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.