ბარამიძეს მის წინააღმდეგ შესაძლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ აშინებს
“მადლობა თავისუფალი სიტყვის დასაცავად მოსულ ჩვენს ახალგაზრდებს, ვზივარ თქვენთვის ნაცნობ შლაგბაუმთან და კარებთან” – წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი გიორგი ბარამიძე და ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც “რუსთავი 2” -ის შენობის ეზოში იმყოფება.”მეტრონომი”ნაციონალური მოძრაობის წევრს პირადად დაუკავშირდა.
“მეტრონომი“: წულუკიანმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობის გამწევების წინააღმდეგ აღსრულების პროცესში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე“ – ეს ხომ არ ნიშნავს, იმას, რომ ხელისუფლებაში მზადდება გეგმა ახალი მესაკუთრეების შენობაში პრაქტიკულად შესასვლელად?
გიორგი ბარამიძე: შესაძლოა, არ არის გამორიცხული.
– მანდ, რომ ბრძანდებით არ გეშინიათ, რომ თქვენზეც შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას?
– შიში არასწორი სიტყვაა, მაგრამ არ გამოვრიცხავ. ისე, რომ მეშინოდეს აქ არ ვიქნებოდი.