aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები ოკუპირებული ტერიტორიებს იბრუნებენ” – ერდოღანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აზეირბაიჯანი ოკუპირებულ ტერიტორიებს იბრუნებს.

აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

”დღეს დილით ილჰამ ალიევს ტელეფონით ვესაუბრე. ამ დროისათვის, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიემართებიან. მათ მიწების დაბრუნება დაიწყეს”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

იტვირთბა....