თბილისის მერია საახალწლოდ გეგმავს 22 მეტრიანი საშობაო ნაძვის ხის შესყიდვას, რომელიც ქალაქის ბიუჯეტს 175 573 ლარი დაუჯდება. გავრცელებული ინფორმაციით, მერია ნაძვის ხეს კომპანია „ჯეო სტრიმისგან“ შეიძენს.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა ამ კომპანიას. „ჯეო სტრიმის“ დირექტორმა ქეთევან გოთუამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია. მისი თქმით, მისმა კომპანიამ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
თბილისში საახალწლოდ, ახალი 748 000 ლარად ღირებული ილუმინაციაც გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მუდმივად აკრიტიკებდა თბილისის მერიას საახალწლოდ დახარჯული დიდი რაოდენობით თანხაბისთვის. აღმოჩნდა, რომ დავით ნარმანიას მერობის პერიოდში თბილისს 2016 წლის აღნიშვნა დაახლოებით მილიონი ლარი დაუჯდება.