ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) “გთხოვ, ჩემი შვილების ცოდვას ნუ დაიდებ” – ფულის გადაცემის კადრები საქართველოს ბანკის თავდასხმელზე

ინტერნეტში, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის თავდასხმელისთვის ფულის გადაცემის ვიდეომასალა ვრცელდება.

აღნიშნულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აწვდის პოლიციელს უფროსი, ავთანდილ გალდავა შეიარაღებულ პირს თანხას.

ამასთან, ვიდოში პოლიციელისა და თავდასხმელის საუბარიც იკვეთება და ჩანს, თუ როგორ ითვლის სამართალდამცავი თავდასხმელის თვალწინ თანხას.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....